მათხოვარი
გზაჯვარედინზე მას შეხვდა გლახა, შველას ითხოვდა, ფულს მცირეოდენს, გვერდი უქცია, სხვა გზა მონახა, ვინ იცის ფიქრში ბჭობდა რაოდენს, შემდეგ სხვა მგზავრმა გამოიარა, გლახამაც თხოვა, რომ შველა უნდა, მან კი ამრეზით, გულით კი არა, მწუხარე სახით უბოძა ხურდა, ასე გაგრძელდა დღე სატანჯველი, საღამოს მთვარე ცად ამოგორდა და იმ ღამესაც თითქოს ნაწყენი, დროდადრო, სადღაც, მამალი ხმობდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი