დიდი ჩანაფიქრები


ვხედავ, უფლისთვის მიგინდია ცხოვრების გზანი,
თუმცა საცდური, როგორც ხდება, ქვეყნად ბევრია,
აღარ გაგირბის საწუთოზე მორჩილი თვალი,
რადგანაც იცი, გადაცდომა შავი ქვევრია,
გინდა რომ მოკვდე ღირსებებით შემკულ რაინდად,
ეკლით დაფარულ ბილიკებზე, მზად ხარ გატარონ,
თუმც სიმართლისთვის, იცი, რჩები ხშირად ღარიბად,
მაშინაც როცა ფუფუნებას გჩუქნის სამყარო,
რომ ხედავ როგორ სცვივდებიან ხეებს ფოთლები,
როგორ იძინებს, როგორც მკვდარი მთელი ბუნება,
იმასაც ფიქრობ, რომ ერთ დღესაც, როცა მოკვდები,
არ დაუტოვო შთამომავალს, შენით ცდუნება,
როცა მიმწუხრი მიილევა, აღარ იქნები,
აქ იცოცხლებენ შენი დიდი ჩანაფიქრები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი