გამიღიმე როცა მოხვალ


ახლა, ისე მწყდება გული, 
რადგან თითქოს გვიანია,
მწუხარებით დაღდასმული,
დღეც არ დღეობს მზიანია, 

ახლა ისე საჭირო ხარ,
ვით უკუნეთს მთვარის მოსვლა,
გამიღიმე როცა მოხვალ,
როგორც დილას მზის ამოსვლამ, 

ახლა ისე გიმარტოვებ,
როგორც ფიქრებს საიდუმლოს,
სამუდამოდ ნუ  დამტოვებ,
მინდა ერთად კვლავ ვიხუმროთ, 

იმედი მაქვს შენი სულიც,
დაიბრუნებს იმ ძველ ნათელს,
ვერ გიწოდე დაკარგული,
სიყვარულით გინთებ სანთელს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი