აღდგომა
როგორც ბნელ, უკუნეთ ღამეს, ირგვლივ არაფერი ჩანდა, სულში ქაოსი და შფოთი ყველა სათნოებას ნთქავდა, კაცთა ოცნება და ნატვრა ნამდვილ მოჩვენებას ჰგავდა, ირგვლივ ჯოჯოხეთი იყო, ტანჯვა უსასრულო ჩანდა, მაგრამ რით გაუძლოს ღამემ ზეცით გადმოხეთქილ ლამპარს, ანდა ვით ვერ იგრძნოს სულმა წმინდა მაცხოვარის ტანჯვა, ცოდვა იტვირთა და გული უკვდავ სასოებით გათბა, ყველას გიხაროდეთ ძმებო, ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი