ჯვარცმის პარასკევს
რატომ, რისთვის დაიბნელე თვალი, კაცთა მოდგმავ, დაემალე მზეს, რად Დაუხშე, რად დაუხშე კარი, შენთან მოსულ საოცნებო დღეს, დაუმწუხრე მოიმედე თვალი და გოლგოთა გაატარე მხსნელს, ეკლებით, რომ დაუსერე თავი, სიხარულის და სინათლის მფენს, ვის ანერწყვეთ და ვინ გვემეთ ასე, სიყვარული გაახვიეთ სისხლში, ქრისტეს ტანჯვამ ააღწია ცაზე, დღესაც მწარედ გვაღამდება ფიქრში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი