იმედებით ხარობდა


ენთო მთვარე მოელვარე, როგორც ღამის ლამპარი,
ოცნებები, მოციმციმე ვარსკვლავებთან ანცობდა,
ღრუბელთ ჩრდილიც არსად ჩანდა, ზეცა იყო ზღაპარი,
მოსულ ფიქრებს, იდუმალი სიხარული ათბობდა... 

გადიოდა დრო და ხანი, ცა ბევრ რამეს ნაღვლობდა,  
თუმცა ჩუმი სინანული ისევ ისე მწყალობდა,
ხან ავდარიც მოდიოდა, სულ დარი არ დარობდა,
გული მაინც საოცარი იმედებით ხარობდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი