ქვეყნის დიდება მისავ ხელშია
ისმინე ერო, რაც გითქვამს ბერო, ქვეყნის დიდება მისავ ხელშია, თუმც უმსგავსობა გიწუნე მტერო, სიკეთის წყარო მხოლოდ ღმერთია, რადგან, არა ამ მცირე ცხოვრებით, განისაზღვრება მყოფობა ჩვენი, ვერც რამ გონება იპყრობს ოცნებით, ღვთის მორჩილებას რაც მოაქვს თმენით, რადგან, აღთქმანი მისი წმიდაა, გათვლილი არის უკვდავ ყოფაზე და რაც მის თვალში არა წმიდაა, სოფელი ფიქრობს - ხორცის ტკბობაზე, ომი და ჭირი მართლაც მსგავსია, სიცოცხლეს ხელყოფს მწარე სიკვდილი, ომი უეცრად, ჭირი ნელ-ნელა, ფაქტია, ორთავ არის მისჯილი, და მაინც, ხელნი სხვისკენ გაწვდილი და აზრნი სულ სხვას განიკითხავენ, თითქოს სასჯელნი, რაც რამ ვიწვნიეთ, საჩვენო ცოდვას არა ნიშნავენ, მანამ ვერ ვხედავ ხსნას და ცხონებას, ვიდრე მრავალთა ზნე არ გვიცლია, სხვისი ცოდვის და ბრალისა ნაცვლად, თუ საკუთარი არ შეგვიცნია, სად არ ვარგს ერი, იქ მრავლობს მტერი და მთავრობანი უფლობენ ავი, მაგრამ, ბრალია აქ მხოლოდ ჩვენი და განსაკურნი ჩვენივე თავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი