გატაცება


როს განთიადი ამომავალ მზის სხივებს ირევს,
შენზე ფიქრებში ვედარები მწყურვალე ირემს,
სიცოცხლის ხმები, დღის ჯადოსნურ ფერთა თამაში,
ისევ ვედრება დაკოდილი გულის ნაპრალში,
წინ მოლოდინია, ტკივილი საზიდავი,
ამ ჩემს ნაღვლიან სულს, ნებავს თუ არ ნებავს,
ღვთის სიყვარულია სიცოცხლის საწინდარი
და მეც ლმობიერად მივენდე მის ნებას,
დღემ ისევ გადაშალა ცხოვრების ფურცელი,
მეწვია იმედის საამო სურნელი,
შუშები აელვარდა ამ გულის ფანჯარაზე,
რომ გითხრა მიყვარხარ, ვაი თუ გამიბრაზდე
და ისევ მთვარე, ვარსკვლავების ბადე გაშლილი, 
სევდის სინაზე სასთუმალზე მე თან დამყვება,
ნანატრი ძილი, ნატანჯ სულის გამოძახილი,
ვფიქრობ ასეთი ღამეები დიდხანს გამყვება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი