მაცხოვარს


ისე ახლოს ხარ, როგორც არასდროს,
თითქოს ყველაფერს სახე აქვს შენი,
როდესაც აზრი ცაში ნავარდობს,
ცის ლაჟვარდს, ადევს ელფერი შენი, 

ახლა, ამ გრძნობას ისე ამშვენებ,
როგორც სამყაროს სინათლის ფერი,
შენ ყველაფერში ჩემთვის ათენებ,
და დაღამებას აღარსად ველი, 

როგორც აჩრდილი,  ამ ქვეყნად ვლილი,
ისე გავქრები, აქ ვერ დავრჩები,
შენ კი როგორც მზე და ხსოვნა თბილი,
სამარადისოდ ჩემში დარჩები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი