წერილის პასუხი მეგობარს


როს წავიკითხე წერილი შენი,
მზაკვარ სატანის მე ვცანი თესლი,
უგუნურება საზრდოობს ჩვენში
თავმოყვარების მაცდური გესლით,
შენი წერილი ვით ხეთა ჩრდილი,
სიცხეში სულელთ ღიმილით ამკობს
და ვერ ამჩნევენ ისინი ნაყოფს,
რაც ასე ძლიერ ამძიმებს ხის ტოტს.
რა გიყო ძმაო რით განუგეშო,
რით შეგაშინო, გამოგაფხიზლო,
დაფანტულობის, ამაოების,
ბობოქარ ღელვას რომ აგაცდინო,
დროა მოიხსნა თავმოთნეობის,
დაუნდობელი რკინის ლაგამი
და მოიპოვო თავისუფლების,
გონის უფლობის დიდი ალამი,
ოჰ, მონავ ცოდვის, ხიბლის და ტკბობის,
იქნებ შეუშვა კეთილი თავში
და მით იგემო პირუთვნელების ტკბილი ნაყოფი,
სიამოვნების უმაღლეს რანგში,
მაგ მეტყველების და განწყობის მიღმა მხარეში,
სიცარიელის და ტანჯვების ავი თარეში,
ხშირად ებმება ოცნებების ფერად ბადეში
და დაწყნარდება მოტყუების ცივ სამარეში,
ამან დამდაგა გავეცანი რა შენს ნამცნებსა,
შორს წაუღიხარ მღვრიე ტალღებს „პატარა ტივი“,
ვერ ვეთანხმები სიტყვათა აზრს  შენგან ნაქებსა
და უნაყოფო თვალებითაც ვეღარა  ვტირი,
ყური მიგდე ძმაო ძილისა,
არ არის ჟამი სიცილისა,
ისმინე შენგან დაფარულისა,
ეს არის ჟამი სინანულისა,
აჰა, მიიღე უანგაროდ შენ რჩევა კარგი,
არ დავიშურებ შენს გულისთვის მე სიკეთესა,
თუნდ ესე საქმე ჩემი ხელით აღსრულებული,
უგუნურებად ჩამითვალონ მე დიდთა ბრძენთა,
აწ უმადლოდე, იყოს შენთვის ესე სამხილი,
ნუ შეუდრკება შენი გული მახვილთა კვეთას
და ნუ იქნები უგუნური ვითარცა ჯორი,
ვინც ბოროტების ტყვეობაში ოცნებას ესავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი