სულის ჩურჩული


მე ამ ბუნების იდუმალი ჩურჩული მატკბობს,
მშვენიერებას აყვავებულს, გულით შევხარი,
მაშინ გონებას საამური გრძნობები ათრობს,
სიმშვიდე სულის მეუფლება გასაოცარი,

მაგრამ დამრღვევად საოცარი ჩვენი ერთობის,
მალე თავს მესხმის დემონური ფიქრების ჯარი,
ხშირად აღმშფოთით, ზოგჯერ მეტად ნატიფი ფორმით,
ჩემს პიროვნების შესაცდენად ნაქადაგარი,

შობილნი მაცდურ წუთისოფელში,
ტრფიალნი ვნებათ ბოროტ ბუნების,
ვეღარ ამჩნევენ, ეს ხასიათი,
ატარებს ბეჭედს ავი სულების,

წინაღმდგომნი ნამდვილ ბუნების,
რომელიც ღმერთმა შთაბერა ადამს,
ადრე წარმწყმედნი სულის და ხორცის,
ცდუნებით ჩვენში გზებს მიიკვალავს,

გული აღვსილი ყოველგვარ ბიწით,
აზრი გართული მათრობელ ფიქრით,
სული მოწყლული ცოდვისა ხიწვით,
ვით მოიპოვებს რწმენის მარგალიტს ?!

ღმერთო გაათბე ჩვენი გულები,
გაასპეტაკე აზრი სიწმინდით
და სინანული მოგვმადლე წრფელი,
რათა ვიხილოთ ნათელი შენი,

ჩვენ მოკვდავნი ვართ და შეცდომა ჩვენი წესია,
სული მძიმდება დღენიადაგ უამრავ დარდით,
ვხედავ ბუნება ამ პროცესის გარდამტეხია,
ის წუთით მაინც დაგამშვიდებს ტკივილით აღვსილს,

რადგან სიმშვიდე ჩემო კარგო სულის მხსნელია,
ვამბობ, ბუნებას გაუფრთხილდე სიკვდილის დღემდის,
თუმცა სოფლისა სანუგეშო მრავალფერია
მაგრამ ყალბია ყოველივე, წუთია ერთი,

შენ კი ყმაწვილო თუ გინდა რომ აცხოვნო სული,
თუ გსურს დააცხრო ეგ ვნებანი ავად მცინარნი,
მოიშველიე შემოქმედის წყალობა უხვი,
სიტყვა, საქმე და მადლი მისი გადმომდინარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი