ბავშვური გრძნობა


მაშინ მიყვარდი, კარგი იყო ის წარსული დრო,
შენ ვერ გამიგე, ვერ გამიხსენ მე გულის კარი,
როგორც ცვარ-ნამი სიყვარული იყო უმანკო,
სუფთა გულიდან მოდიოდა გრძნობა მდიდარი,

ბავშვობის ხანას, იმ ნათელი დღეების ხილვას,
როგორც აჩრდილი თან დასდევდა ნატიფი სევდა,
მაგრამ ჟამთა სვლა, ვით სალბუნი ღია ჭრილობას,
ამ ტკივილს ტკბილი მოგონების ფიქრებში ლევდა,

იმედის სხივი მინათებდა გულს ტრფობით აღვსილს,
ახლად ამოსულ მოციმციმე ვარსკვლავსა ჰგავდი,
არ ვნებდებოდი მე შენს ქცევას ღალატით გავსილს
და ჩემს სასთუმალს საოცნებო ფიქრებით ვრთავდი,

სიზმრადაც გნახე სხვისი იყავ, სხვას შეჰხაროდი,
სევდით დამწვარი ჩამოღვენთილ სანთელად გავხდი,
მხედველი შენის ბედნიერების მაინც ვხარობდი,
არ მიმხედველსა ამ წამების მაინც მიყვარდი,

სხვისიც რომ გახდე უკვე განცდილს რა ეშველება?
ის სილამაზე არასდროს არ დაიფერფლება,
თვითონ სიკვდილმაც ვეღარ მოსპოს მისი მშვენება,
წმინდა გრძნობას მგვრის საამური მისი ფერება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი