გაზაფხული
ღამემ განიძარცვა შავი სამოსელი, ნუთუ ზმანებაა, რა მალე გათენდა, სხეულში ჩამეღვარა სითბო სანატრელი, ყურებში ჩიტების ჭიკჭიკი გამეფდა, მზემ თითქოს მომესალმა და გულში ჩამიკრა, უხილავ სხივთა ტყვე ვარ და მონა-მორჩილი, ის ცივი მოგონება მე სადღაც გამიქრა, ზამთარმა მომაცილა თავისი ბორკილი, ეზოში გამოსული თბილ ნიავს შევეჩეხე, ვიგრძენი შეწყვეტილი, ნანატრი სიხარული, მან ხეებს გამოსტაცა თეთრი თაიგული, ჩემთვის რომ გადმოეცა თავისი სიყვარული, ირგვლივ სასურველი ბევრი ფერი გაჩნდა, მუქი, უფერული მდელო მწვანე გახდა, ნუთუ კიდევ არის სხვა ასეთი განცდა? ქვეყნად მშვენიერი გაზაფხული დადგა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი