გურია
სათქმელად საამურია, მისთვის ოცნება მწყურია, ჩვენთვის სამყოფი პურია, ეს პაწაწინა გურია, ყოველთვის როცა სხვაგან ვარ, განცხრომის მიდგას სულია, მაინც რაღაცა მაკლია, მაინც ძალიან მწყურია, გულდაწყვეტილი ვჩურჩულებ, მომნატრებია გურია, მყოფობის საცნაურია, ცხოვრების საგანძურია, მოგონებათა, განცდათა, დასაბამი და გულია, ვერცერთი მხარე ვერ შეგცვლის, ჩემო ლამაზო გურია, ქვეყნად ყოველი კუნჭული, მკვიდრთათვის საამურია, რადგანაც მასთან გვაერთებს, ბავშვობის წმინდა გულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი