ანგარება


მიღიმი, გხედავ და მიხარია,
ეს გამოხედვა ცეცხლის დარია,
მაგრამ წრფელია შენი ღიმილი?
თუ ანგარებას შირმად ფარია,
საბრალო ხალხმა, ვინც რომ მაქციად,
თავისი სული გადააქცია,
დაღუპა თავი, შთამომავლობა
და ეს სოფელი ტანჯვად აქცია,
მაშინ როდესაც შენს სიბოროტეს,
ღალატს და ტყუილს სიკვდილში ნაშობს,
მე ვპასუხობდი ძმურ ერთგულებით,
არ გიფიქრია? არ დაგინახავს?
თუ რა სასჯელებს იმსახურებდი,
ეჰ, ჩემო კარგო რომ წახვალ მარად,
იქცევი ქარად, წინაპართ დარად,
იქ აეხდება ყველაფერს ფარდა,
რაც გიფიქრია, რაც დაგიმალავს,
მიღიმი, გხედავ და მიხარია,
ეს გამოხედვა ცეცხლის დარია,
მინდა მჯეროდეს რომ ალალია
და ბოროტებას არ აფარია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი