სულის სიბნელე


არის ტირანია, ბნელი, უმეცარი,
მისი მიზანია განცხრომა, დიდება,
ხილვად საზარელი, ყოვლად უნდობარი,
ამ ქვეყნად უარესი საქმე არ იქნება,

ბევრჯერ განმიცდია ბილწი ამბიცია,
იქნება მასზე ცუდი სხვამ არვინ ინება,
საქმედ მიქცევია მრავალი ბოროტება,
ბგერები წუხილის ჰაერში ირევა,

ცდუნება მრავალია, გონება ჩამქრალია,
ვნებანი ურიცხვი ქვეწარმავალია,
მხოლოდ სინდისი და უფლის განსაცდელი,
როგორც მხსნელი ჩვენი, კარგი წამალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი