უძღები შვილები


ამ გულს, დარდიანს, მოლოდინი უსასრულო წამებად ექცა,
წუთი გარბოდა თვეებად და უფერულ წლებად,
ისედაც ტანჯულს, მამძიმებდა ფარული სევდა,
თითქოს ფიქრები გადამექცა ცოფიან მგლებად,

ყოველი ნატვრა და ოცნება რაც კი აგვიხდა,
ბადებს ახალ და მიუწვდენელ კერპთა ხატებას,
ბედკრული აწმყო მომავლისთვის ხარკად გაგვიხდა,
კმაყოფილებას არ მოგვიტანს მათი ნათება,

დავიღუპებით, მატლიანი ფოთლების მსგავსად,
სინდისის ნაცვლად თუ ვღებულობთ ცოდვას მუზებად,
კაცთა საქმენი ქცეულია სიცრუედ, ფარსად,
სარწმუნოებას ვინც აღიქვამს მხატვრულ თქმულებად,

შური და ჯიბრი საცოდავთა ხვედრად ქცეულა,
კმაყოფილებას პოულობენ მოყვასის ტანჯვით,
არა, არ სჯერათ, რომ უფალი ჩვენს ზრახვებს ხედავს,
ან კი ის სჯერათ? - რომ ყოველი ასე არ არის?

ნაცვლად იმისა, რომ სიცოცხლით გვებედნიერა,
ნაცვლად იმისა, რომ შეგვეცნო ჯვარცმულის ტანჯვა
და ის იმედი, ის ნუგეში, ის სიყვარული,
რასაც მიწაზე გარდაცვლილი ზეცაში აჰყავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი