ნათელი სული
სიამაყემ მითხრა პირველი ხარო, სხვას მართებს შენი მონება, შურმა შემომჩივლა როგორ გაჯობაო, უმალ დამიბნელა გონება, ანგარებამ მითხრა თავზე იზრუნეო, ღირსება შირმადაც კმარა, სიძულვილმა მითხრა მართალი ხარო, მიზეზი მოძებნა ფარად, სიყვარულმა მითხრა ბოროტი ალაგმეო, თორემ დავკარგავო ძალას, თავმდაბლობამ მითხრა ვაითუ ამაღლდეო, ცოდვით დაიმძიმო თავი, მეგობარმა მითხრა რა დაგმართნიაო, გული შემაშველა ფარად, მტერმა მომაძახა ერთხელ მოსულხარო, იჩქარე, ცხოვრებით დატკბი. ყველამ და ყველაფერმა რაღაც მიკარნახა, რაღაც დამავალა, რაღაც ამიკრძალა, ღირსებამ, ნამუსმა, თუ უნამუსობამ ხან თავი იჩინა, ხანაც თავი მალა, ზოგმა გართობამ და სიამოვნებამ სინდისი აღერღა, თავი შემაზარა, ზოგმა წვალებამ და თავის განწირვამ სული დამიმშვიდა, გული გამიხარა, ამ ჭიდილში და გაუგებრობაში გონება დაიღალა, ხანაც შეიშალა, სული დაიბნა და ამ არეულობაში თავის დასაცავად ლოცვა მოეძალა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი