მუზა
ისმის მუსიკა, ჩუმი, უხმო და იდუმალი, ხშირად მოუცლელს, მაინც მიწევს მისი მონება, სადღაც მიღმიერს უდარაჯებს გონების თვალი, რომ გამოსტყუოს მას ახალი ეს შეგონება, საკვირველია მუცლად ჩვილის პირველი ძვალი, ქვეყნად ვინ იცის იბადება როგორ გონება?! როგორც უცხოა მოძრაობა და ბინა ქარის, ისე უცხოა წუთიერი გასხივოსნება და ვეძებ სიტყვებს, რომ ჩავწერო ეს მონათხრობი, ლექსად გარდავქმნა საოცარი, მწველი ნოტები, ისე ძნელია ჩაატიო იგი სიტყვებში, ანაზდეულად მოადგება ბაგეს ლოცვები, დღემდე კამათის - მუზა საგნად გადაქცეულა, მისი სტუმრობის მოლოდინში მრავალნი კრთიან, ჩვენს შიგნითაა თუ ჩვენს გარეთ, მას ხომ ყოველნი, დიდებისა და ღრმა პატივის ღირსადა თვლიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი