ლექსი მამულზე
სიმშვიდე, ძალა და მადლი მიწის, ჩვენს სასიკეთოდ მარადის იღწვის, მისი ნაყოფი, სურნელი მისი, სიცოცხლით გვავსებს, ოცნებებს გვიქმნის, ღვთივ კურთხეული ნაზი ფერები, თვალს გვიხალისებს, გვიხარებს გულსა, ქვეყნად მშვენება მისი წალკოტის, სიკეთისათვის განაწყობს სულსა, სადაც ტაძარნი უფლისანი მთებს ამშვენებენ, მარადისობის უხრწნელ ნათელს აფრქვევენ ჩვენთვის, სად ჩანჩქერებში არეკლილი დილის მზის სხივი, როგორც ქარიზმა, მაცოცხლებელ იმედებს ერთვის, სად დედის ნანა გვისმენია ტკბილზე უტკბესი, მამისთვის რჩევა გვიკითხია დაუფარავად, სად შეგვამეცნებს ჩვენ სამყაროს ,,ყოველი კენჭი”, სად გვირბენია უკვე მოზრდილს დაუღალავად, გულს აგიჩუყებს, თვალს აგივსებს მძიმე კურცხალი და მოწყვეტილი ისიც მამულს ჩაეხუტება, სად წინაპართა სისხლნარევი ყოველი გოჯი, შენი სამშობლოს სიყვარულზე გესაუბრება, თუ ეს არ არის, სხვა რა არის ქვეყნად მამული?! ნავსაყუდელი უცხოთაგან, მფარველი, ტკბილი, ყველგან ხიზანი, ყველგან უცხო, თუნდაც ქებული, შენში კი შვილი გვეწოდება, ამაყი შვილი, მაშ მოვუაროთ მამულს ჩვენსას მუხლჩაუხრელად, ნუ მივატოვებთ მას საცინრად ბოროტი მტრისთვის, გვიყვარდეს ძლიერ, თავდადებით, თუნდაც უთქმელად, მისთვის ვიზრუნოთ, ოღონდ საქმით, არ მხოლოდ სიტყვით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი