სვანეთს
ისმის ენგურის ხმა, კლდეებში მოჰქუხს წყალი, არწივი მოსდევს როჭოს, ადრე დაადგა თვალი, ცაში ღრუბელთა ფერხთით, ბზინავს მყინვართა ჯარი, ისეთი მტკიცე არის, როგორც ადათი სვანის, აქ ხომ ჯიხვები ბუდობს, ქარაფზე მოსჩანს კვალი, სვანეთში ნადირობა სიზმრის ტოლფასი არის, შველის და ირმის ნახვა, შენი ბუნების თვალის, როგორც ოცნების ტკბილის, ახდენილ ნატვრის დარის, შენი მესტია, თემი უშგულის, იქვე სოფლები სიცოცხლის მფენი, დაუსვენებლად შემოსავლელი, ყველა ქართველის ქვეყანა ძველი, თითქოს სულ თვალწინ გადამირბინა, რაც კი მომხდარა, აქ წარსულ წლებში, მომნატრებია ცხენზე ჯირითი და ხეტიალი ფერად ტყეებში, როცა სიმაღლე ჰაერს ამცირებს, რაღაც საოცარ ტალღაზე დგები, ირგვლივ კოშკების მოსჩანს არმია, მინდორ-ველებს კი არტყია მთები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი