რთული შემთხვევა
რომ არაფერი იცი მიხვდები, უკვე კარგია, თუმცა ბევრია ეს სიტყვები არად არგია, ყველაფერს თავის სახელი აქვს, იქნებ ეს ნიშნავს, რომ საკვირველი მასში ვეღარ დაგინახია, ეს ყაყაჩოა, ეს ვარდია, ეს არის ვაშლი, რას მეუბნები, სულ ეს არის რაც მათზე იცი? კარგი სუნი აქვს, ლამაზია, გემრიელია, მორჩა, გათავდა, მეზარება ამაზე ფიქრი, ეს ძაღლი არის, ეს კატაა, ეს მამალია, რას მეუბნები, სულ ეს არის რაც მათზე იცი? ცხოველი არის, ფრინველია, თან შინაური, მორჩა, გათავდა, მეზარება ამაზე ფიქრი, ეს კაცი არის, ის ქალია, რა მაგარია, რას მეუბნები, სულ ეს არის რაც მათზე იცი? ადამიანი - ქმნილება თუ ევოლუცია, მორჩა, გათავდა, მეზარება ამაზე ფიქრი, გიკვირს კი რამე? არ იყავი და ახლა აქ ხარ და ამ ყველაფერს თავს და ბოლოს ჯიქურ უზომავ, აბა რა გითხრა, ასე არის და ასე ხდება, ქვეყნად ცხოვრება ერთია და არ მეორდება, არაფერია საკვირველი თუ ყველაფერი? თვითმყოფადია თუ ავტორის ხელით ნაკეთი? ამ ყველაფრისა ვერ გაიგე შენ ვერაფერი და საკვირველშიც ვერ იპოვე სიბრძნით ნაკვეთი, არა არ მიკვირს, არ მგონია რთული შემთხვევა, ვინაც რას ეძებს ყველაფერი ისე ემთხვევა, იქნებ საზომად ღირსებისა ითვლება ნება და ხელმეორედ, ქრისტე მიტომ არ გვეცხადება, არ გეშინია? - არა და კი, ხან კი, ხან არა, თავისუფლად ხარ? თუ მონად ხარ? - ხან კი, ხან არა, ჩვენი სიცოცხლეც ხან ნელა და ხან მიდის ჩქარა, ბევრი ასაკშიც დარჩენილა სუსტი, პატარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი