შენდობის ძალა


გატკინე გული, ვიცი მტყუანი ხარ,
მაგრამ ცრემლები შენი მადარდებს,
რად შეგეშალა, ცუდი რად მითხარ,
თუ ახლა შენი ქცევა განაღვლებს?
ვიცი დაგსაჯე, ჩემს სიამაყეს,
ვხედავ, უეცრად ვერ მოვერიე,
მაგრამ ქმედება შენი მამარცხებს,
ვეღარ ვღებულობ კმაყოფილ იერს.
იქნებ, შენდობით გვეცადა წყენა,
ასე მგონია უფრო ამართლებს,
ვიდრე ცხელ გულზე მიგვეშვა ენა,
თუ მერე მისი ცრემლი გვადარდებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი