სიმართლე


შეცდომილი ვარ, და ვიქცევი შესაბრალისად,
სულში ბზარები, ვინ გაიგოს სად მიმიღია,
მესმის განკითხვა, ჩემი ქცევის შესაბამისად,
იმასაც ვხედავ, რომ სხვაგვარად არ შემიძლია,

მინდა ვეცადო, მართლა მინდა, რომ შევიცვალო,
ამას სინდისიც, დღემდე ისევ მედგრად მახსენებს,
მე ისიც მინდა, რომ ამდენი აღარ ვიწვალო
და გავუფრთხილდე სულის კედლებს, ღვთისგან ნაშენებს,

ერთი არის, რომ მინდა ვთხოვო ადამიანებს,
ყველამ თავისი საზიდავი იტვირთოს ტვირთი,
არ ,,დაიკავონ" უფლის ტახტი, ეს გვაზიანებს,
რადგანაც არ აქვთ სხვისი ქცევის განხილვის ნიჭი,

იქნებ სხვის ნაცვლად რომ გამყოფა, რა ჩაგედინა?
შენ იქნებ მისგან განსხვავებით ნაზად გატარეს,
ან იქნებ სისხლად მის ვენებში უნდა გედინა,
რომ დაგენახა რა ხარისხის წყლულებს ატარებს?!

განკითხვის ნაცვლად, იქნებ მისთვის გველოცა ცოტა,
თუნდ წამიერად, ჩვენთვის ჩუმად და ნაზად გულში,
მერწმუნეთ, ასე უფრო მეტად გათბებით ორთავ
და ამ სიმართლეს დაგიმოწმებთ სინდისიც სულში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი