ჩემს პოეზიას


ჩემი ფიქრი გარდაიქმნა ლექსად,
მეტისმეტად მომეძალა წერა, 
ყველაფერი ღვთის ნებაა ქვეყნად,
არ არსებობს რაღაც "ბედის წერა,,

მწვავე გრძნობებს წარმოჩენა უყვართ,
მინდა გავცე, მე უკლებლივ ყველა,
მაგრამ მისთვის ამაყებს და უხამსთ,
მოსასმენად არასოდეს ცხელათ,

ჰო და იქნებ წაიკითხონ მაინც,
ვგრძნობ, უფალმა დამიფასა წყენა
და თუ ვინმე მხედავს როგორც მახინჯს,
მოგაწოდეთ სულის წარმოდგენა,

მას ვინც ჯერაც ვერ მოსულა გონზე, 
სხვისთვის საქციელის ახსნა არ უცლია,
როგორც ხდება - თავის სულის ფონზე,
სხვისი სულის განსჯა დაუწყია,

თუ ამ კარით არ ინებებთ შესვლას,
სხვა კარებთან ძალად აღმოჩნდებით,
თუ სიყვარულს უკუაგდებთ ქვეყნად,
სიძულვილის მონებად დარჩებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი