ო, როგორ მინდა


ო, როგორ მინდა, რომ გჯეროდეს უკვდავ სიცოცხლის,
მარადიული სილამაზის იყო მჭვრეტელი, 
როცა ღვთაებრივ სავანეში ვაზი მტევნებს ზრდის,
შენც მოუკლებლად იყო ამის დამსწრე, მხედველი,

სადაც დრო - ჟამი ვერას აკლებს ზეციურ არსთა,
სადაც სხეული უხრწნელებით არის შემკული,
სად ღვთაებრივი სიყვარულით გამსჭვალულ კაცთა,
ანგელოზებრივ სისრულეში უბრწყინავთ სული,

იქ გიპოვიდე, უფრო ცხადად, სიცოცხლით მდიდარს 
და მოგონება მიწიერი, როგორც წარსული,
არ გვაშფოთებდეს, გაჩენისთვის ვმადლობდეთ იმ ჟამს,
სად ჩვენი უფლის სიყვარულით განვწმინდეთ სული,

ნეტავ ყოველნი, ვინც კი იშვა, იქ გვაპოვნინა,
აღარსად ედოს მწუხარებას და ტანჯვას ბინა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი