თოვლი
ღამით გარეთ გამოსულს, აგიხედავს ცისთვის? როცა ფანტელთ შორი ცა ასე ჩუმად ისვრის, მადლობა შეგიწირავს, განგებისთვის, ღვთისთვის? ხვალ რომ თოვლი დაგხვდება, გაღვიძებულს მისთვის, მზის დანახვა არ გინდა გართობისთვის აშლილს, გინდა რომ არ შეეხოს სილამაზეს ზამთრის, ღრუბელი კვლავ აკავებს, სხივებს ნაფენს მაღლით, სხვა სიხარულს ესწრაფვის გული თოვლის ნახვით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი