უმეცარი


რა ბევრია ქვეყანაზე, სული ეფემერული, 
სიცოცხლეს, რომ ეწაფება, კაცი ჯერაც ველური, 
განათლებას არად აგდებს, სიამაყედ ქცეული, 
სურს, რომ იყოს სასურველი, თანაც გამორჩეული, 
შედარებას ვერ ახერხებს, გარდა თავის თავისა 
და ამ თავშიც, უნებლიედ კერპად რაცხავს თავის თავს, 
განსხვავება მას არ უყვარს კარგისა და ავისა 
და სინდისსაც აიძულებს, ხილვად შემზარავისა, 
თუმცა, ხშირი განსაცდელის ობიექტად ქცეული, 
გამუდმებით იმყოფება, ხალხში ცხვირაწეული, 
დადის კაცი ქვეყანაზე, თითქოს თვალახვეული
და სამყაროს ცენტრში ყოფნას, ჯიუტად მიჩვეული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი