თავისუფლება


არის მონობა და არის ტკბობა, 
რასაც სინდისთან არა აქვს ძმობა, 

არის მონობა და ძალისხმევა, 
სინდისიც ნათელ დასტურს იძლევა, 

არის უფლება და არის ნება, 
ნებაც, რომელიც ოცნებად რჩება, 

არის აკრძალვა და არა კრძალვა, 
თავისუფლების ნიღაბს ქვეშ მალვა, 

რაღატომ ჰქვია თავისუფლება, 
სინდისი რისაც ზღუდავს უფლებას?

ან რად არ ჰქვია თავისუფლება, 
რისაც სინდისი გაძლევს უფლებას? 

პასუხი ამის, ვერ ვპოვე მეტი, 
უნდა იწამო სიწმინდის ღმერთი, 

ცუდი განაგდო და შეიძულო, 
სასიყვარულოდ, კარგი იგულო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი