მოძრაობა


ძალუძს რამეს სამყაროში წუთით შესვენება? 
მზის, მთვარის ან ვარსკვლავების ნახეთ შეჩერება? 

დედამიწაც თითქოს მდგომი, ძალზე სწრაფად იძვრის 
და კოსმოსის სივრცეებში ატმოსფეროს იცვლის, 

ან მდინარე თუ გინახავთ ერთ ადგილზე მდგარი, 
მსგავსად მისა, ჩვენს ძარღვებში სისხლი მომდინარი, 

არაფერი არ ჩერდება, არ ჩერდება მიდის, 
რა პატარა ვიყავი და ვხედავ გავხდი დიდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი