დე მიმაახლე სამოთხის ზეცას
ია - ვარდებში ჩასახლებულო, სამყაროს ეშხო, აფეთქებულო, მყინვარ - წვერებზე დასახლებულო, ქათქათა თოვლო, ზეცით დებულო, მთებში, ტყეებში და ჩანჩქერებში, მზით შეფერილო ბუნების სუნთქვავ და შენს მიუვალ სამოთხეებში, ნისლების ჩუმი დინებით ცურვავ, სხივთა ნათელში, კოსმოსის ზღვაში, შენ დედამიწავ, ზღაპრად ქცეულო და მოკაშკაშე ვარსკვლავთა ცვლაში, მცურავო მთვარევ გადარეულო, ღრუბელთა ჯარო, ქარის ფეხებავ, ელვათა კრთომით განათებულო, შენ ნაზო წვიმავ, ბროლის წვეთებავ, ცისარტყელებით გადაღებულო, ცად ჩაჭედილო ჩემო ოცნებავ, წარმოსახვებით გადელებულო, შენ სიყვარულო, ჩემო ღვთაებავ, ამ გულის გულში გამხეცებულო, როცა მიმაქცევ მარადთა ქვეყნად, ღმერთო მაღალო, ჩვენთვის ვნებულო, დე მიმაახლე სამოთხის ზეცას და მათ, ვინც შვებას შენში ღებულობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი