თუ გსურს არასდროს გაუშვა ხელი
ვერ შევაჩერე, ვერც შენი შური და ვერ განვკურნე ის აგრესიაც, რაც ასე ძლიერ, როგორც ალმური, შენგან რატომღაც სულ მე მეხვია, მე ვერც მიზეზი გავიგე ამის, თუმც ვარაუდად ზოგი რამ მქონდა, როცა ფიქრები მეხვია ღამით, შენზე ფიქრებში სულ მუდამ თოვდა და მოხდა ასე, ჩემი სიმართლით, ოღონდაც არა მაღალი ღმერთის, განგიკითხავდი, თუმცა კი ბრმად გთვლი და მგონი მართლაც დავმთავრდი შენთვის, მართლა თუ გვიყვარს ჩვენი მოყვასი, თუ გვსურს, არასდროს გავუშვათ ხელი, უნდა ვიცოდეთ შენდობის ფასი და ის შედეგიც, მისგან რომ ველით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი