მოლოდინი


როცა ფერად მთებს თეთრი ნისლი უახლოვდება,
როცა ვერცხლისფერ ცის სიღრმეში მზე აღარ მოსჩანს,
როცა ფრინველთა ღვთაებრივი ნიჭით გალობა,
მდინარის ხმასთან შერწყმულია უთვალავ ნოტად, 

მაშინ სურვილი შენი ხილვის და სიახლოვის,
მდუმარედ გიხმობს მოლოდინის განცდით დაღლილი,
ყოველი წამი მაახლოვებს შენთან შეხვედრას,
ამიტომაც ვარ გარინდული, სმენით აღვსილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი