დიდება


სამარადჟამოდ არ დარჩება სხეულში სული, 
ის მას დატოვებს, ვით სურნელი ტოვებს ყვავილთა, 
თავად სხეული, გაგვიხდება სახლი ეული, 
რადგან, პატრონი გადასახლდა სულ სხვა ადგილთა, 

იშლება, ქრება, ისე როგორც ნასხლავი ვაზის, 
ერთ დროს სიცოცხლით, რომ ყვაოდა ლაღად რხეული, 
რადგან, სიკვდილი სასტიკ მხედრად სიცოცხლეს აზის
და უფსკრულისკენ მიაქანებს გადარეული, 

როცა დრო-ჟამი გადააქცევს მიწად ნარჩენებს
და გაქრებიან მივიწყების კერძად ქცეულნი, 
იმ მიტოვებულ სამარესაც გადააშენებს, 
ისე, რომ თითქოს არც ყოფილან დაბადებულნი, 

მაგრამ არ არის მივიწყება იმათი ხვედრი, 
ვინც ისე მოკვდა, რომ ათასებს უდრიდა ერთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი