ცრემლი
ეს ნიჭი კაცთა განსხვავების ნიშანიც არის, რადგან დიდია სულიერი განცდების არე, ცრემლი, ვით გულში აზვირთებულ ტკივილთა ქნარი, შემოაწვება მწუხარებით დაღდასმულ თვალებს, ხან სიხარულით იწურება ცრემლნი თვალთაგან, ამ დროსაც, დიდი ემოციის განმუხტვის ფასად, გაბრწყინდებიან სახეები სათნო აზრთაგან და ამ წუთებში ნეტარებას შეიგრძნობ ცხადად, მაგრამ, არ ვარგა ხელოვნური ცრემლი არაფრად, არარად მიღირს, თუნდ იდინოს ერთად ათასმა, რა საბრალოა ვინც ამგვარად ცდილობს გარდაქმნას, ამ ღვთაებრივი სილამაზის ნაზი ქარაგმა, ზოგჯერ კი თავად სიყვარული, ცრემლით ვერ მკმარი, ცხადყოფს, რომ სული ჩვენს სხეულში ღვთის მსგავსი არი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი