გენიალურობა სიმარტივეშია


არ ვეძებ სიტყვებს უცხოს, შეფარულს, 
უმარტივესი ენა მიცნია, 
რადგან სიბრიყვეს ვხედავ შეპარულს, 
რთულ ტერმინთ ძებნა თუ დამიწყია, 

უფრო ნათქვამის სიღრმეს ჩავყურებ
და სიმსუბუქეს წაკითხულ აზრთა, 
რითმებით მკითხველს ისე ვარწყულებ, 
როგორც მთის წყარო მწყურვალეს წყალთა, 

არც განათლებას ნიშნავს ტარება, 
სიტყვათ სიუხვით გატენილ თავთა, 
გენიალური მარტივად წყდება, 
რადგან ვაღმერთებ, მე საღთა აზრთა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი