განსაცდელი
ეს განსაცდელი წავა, გაქრება, კვლავ გაგვიღიმებს სამყარო თბილად, მოფხიზლებულიც ბევრი დარჩება და გააგრძელებს სიცოცხლეს ტკბილად, ბევრი ყოფილა ეპიდემია, ხან კი ბუნების კატაკლიზმები, კი, საწყენია, მსხვერპლი ცრემლია, მაგრამ მიზეზზეც გვმართებს ფიქრები, შემთხვევითობა აქ არ არსებობს, ყველაფერს უშვებს დიადი ძალა, მარადიულის სუფევა მეფობს, რაც ამ ცოდვიან საწუთოს ბღალავს, კვლავ ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ ვიწამოთ ამ ქვეყნად ერთის, ურწმუნოება ცოდვად ითვლება, ნუღარ დავკარგავთ ჩვენ რწმენას ღმერთის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი