მტვრის მონოლოგი


თუ უკვდავებას არ ვუგალობ, მაშ რა მამღერებს? 
გულს, სამუდამოდ დაღამება, ზღაპრად უცნია, 
სული მით უფრო მინათლდება, რაც დრო მაბერებს, 
ვაი მას, ვისაც ეს საწუთო არ შეუცნია, 

ღმერთს არ ეძებენ, არ სურთ ბოროტს თავი ანებონ, 
რაც შეიყვარეს ეგოიზმით, სატანურ აზრში, 
სინდისს ახშობენ, არ უნდათ, რომ ზეცას ახედონ, 
უმეცრებისთვის განწირულან საკუთარ თავში,

საიდუმლოა ეს ცხოვრება და საკვირველი, 
ქვეყნად მოსვლაში, კაცთა ნების როლი, ნულია, 
სიკვდილის შემცნობს, ახლაც მახსოვს ელდა პირველი, 
გარდაცვალებაც, ამათ მსგავსად, დაფარულია, 

მითხარ, შენს ნაცვლად ვინ მოიგოს შენი ცხონება? 
ერთხელ მოსულხარ, მოიკრიბე საღი გონება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი