გონიერი სული
იდეალისტი კვლავ ბობოქრობს სულის წიაღში, ცოდვის ძალებიც, აწყვეტილნი, ექაჩებიან, მაგრამ არაფრით, მატერიის შეშლილ ნიღაბში, თავი არ მისცა, ამ სამყაროს, ძლიერ ვნებიანს, ექაჩებიან, დასანთქმელად ვნებათ მორევში, რომ დაედევნოს, ცრუ დიდების ლანდთა ხეტიალს, რომ ხორცთა ტკბობის თავგანწირულ სიმარტოვეში, სინდისი ჩაკლას და ემსგავსოს შეშლილს, რეტიანს, იცის მთავარი, რომ ეძებოს წრფელი სურვილით, სად იმალება საიდუმლო ჩვენი ყოფისა, თორემ სულელურ, უმოქმედო, მცდარი დუმილით, გადაიქცევა შემოქმედის, წყაროდ გმობისა, ვინც დაიჯერებს უგონობას გონივრის მქმნელად, მას არაფერი უძებნია, სულის სახსნელად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი