მშვიდობა


მეტად საჭირო მოვლენაა, კარგია ჩვენთვის,
მისთვის გვჭირდება, ჩვენ მცნებების მკაცრი მინდობა,
რაიც ჩვენს აზრებს, მისწრაფებებს, ვით შუქი ერთვის
და მისგან შობილს ეწოდება ქვეყნად მშვიდობა,

სულში, გულში და გონებაში მკვიდრობს მშვიდობა,
შფოთი, ქაოსი, მის სამყაროს ვერ მოერევა,
თუ ურჩობას და სიამაყეს არ აქვს მინდობა,
თავმდაბლობა დასიყვარული თუ არ გველევა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი