ცა


ცად ღრუბელთა წყებაა, სპეტაკ ცვარ-ნამისანი,
მასში სხივნი მზისანი, ელვარე ნათლისანი,
უფრო ზემოთ ვარსკვლავნი, უჩინარნი დღისანი, 
დღისით მიმალულები, ღამით ლამპრად ცისანი,
მათი სრბოლა სივრცეში არის დაუცადელი,
ხვრელები ცის ფენებში, ბევრიც გაუცხადები,
აქ გვიმრავლებს კოსმოსი გამოუცნობ ალაგებს,
ვინ მოიკვლევს, რა ველებს, რა ძალები განაგებს,
ცის სხეულთა სიმრავლე, შერევია ვარსკვლავთ მტვერს,
მოძრავნი და ციურნი მოგაგონებს ცივ ნამქერს,
უფორმო და მრავალი, გალაქტიკა დაგაბნევს,
თითქოს ზეცა წააგავს, მარგალიტებს დანაბნევს,
სად მკვლევარი, მიუვალ გზათა კვალში დადნება,
დასასრულს ვერ გაუგნებს, ვეღარც მზის სხივთ ნათება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი