სული მნათი მზესავით
ზოგჯერ, ერთი წამიც კმარა, დაგანახებს ყველაფერს, დაგანახებს, რომ მის სადარს, ვერ იპოვი ვერაფერს, ზოგჯერ, ერთი წვეთი ცრემლი, ლოდებს მოგხსნის უმძიმესს და ეს განცდა საამური სიხარულად გიქცევს დღეს, ზოგჯერ, წამი სიხარულით ნეტარება გერგება და იმ წამში დრო ჩერდება, მარადიულს ედრება, ზოგჯერ სევდას, მწუხარებას, არ გინდა რომ გაცილდე, რადგან გული, ცხელი გული, ისევ აღარ გაცივდეს, ზოგჯერ ისევ, ო, რომ ისევ, გინდა ყოფა შეცვალო და იმ წამთა წუთებისგან ტანჯვა გააფერმკრთალო, რომ სუყველას გაუცხადო, რწმენა გაუტეხელი, შეუნგრიო შებორკილი, სულის ბნელი კედელი.. სწორედ იმ წუთს, სწორედ იმ წამს, ვერ იტაცებს ვერავინ, რომ ყოველთვის მასთან დარჩეს, სული შეუფერავი, ამიტომაც უნდა ვთხოვოთ, ღმერთს მადლი და წყალობა, ამიტომაც უნდა გვსურდეს, გულით მუდამ გალობა, რომ ყოველთვის ჩვენთან დარჩეს, სული მნათი მზესავით და სიცოცხლის წყაროდ ვიქცეთ, ჯვარცმული ქრისტესავით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი