პოეზია


რაც ამ ქვეყანაზე მიეთ მოეთია,
მისთვის ვერ გავწირავ მსხვერპლად პოეზიას,
ხილულ სილამაზის ტრფობის გამჩენია,
ხშირად უხილავში ფიქრით ჩამწვდენია,
სული შემსუბუქდა, შვება მოეხვია,
აი რა მიცნია წმინდა პოეზიად,
ქვეყნად უმთავრესი რაც ყოფამ მანახა,
პოეტის გონებამ ლექსად გარდასახა,
ერთად შემიგროვა ამდენი სიხარული,
რწმენით და იმედით შემივსო სიყვარული,
თვალნი განმინათლა, სუნთქვა განმიახლა,
ჩემთვის სინამდვილე უფრო ცხადი გახდა,
ფიქრთა სიმრავლეში გარკვევას მიადვილებს,
თან ჭკუას მარიგებს, მიფანტავს აჩრდილებს,
ჩუმი ოცნებების ნაზად ამხდენია,
ძველი მოლოდინიც აწმყოდ გამხდენია, 
ასე რომ, რაც ქვეყნად მიეთ-მოეთია,
მისთვის ვერ გავწირავ მსხვერპლად პოეზიას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი