მეგობრობაზე


რაც კი არსებობს წმინდა გრძნობაზე, 
უდავოდ ითქმის მეგობრობაზე, 
აღარას ვამბობ გულთ მინდობაზე 
და ინტერესთა მუდმივ თმობაზე, 

რადგან ყოველთვის - გაამოს ცდილობს, 
ის არაფერზე არასგზით ცილობს, 
ხორცსხმულ სიყვარულს წააგავს, თბილობს, 
ასეთის გული, არასდროს გრილობს, 

ჭირში მზად მყოფი სიყვარულისთვის, 
იმედად იწვის შენი გულისთვის, 
ლხინში კი ბრწყინავს სიხარულივით, 
ტკბილ სურნელს აფრქვევს თაიგულივით

და ხშირად მარტო, წვიმაში, ქარში, 
შენთვის ირჯება, ქუხილში, ღვარში, 
რადგან, მადლს აძლევს უფალი გულებს, 
მეგობრებისთვის თავდადებულებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი