სიცოცხლე
ხედავდე, გიყვარდეს, ფიქრობდე, ამისთვის მართლაც ღირს სიცოცხლე, სუნთქავდე და მიმოდიოდე, ტყე-ველებს ნარნარით დიოდე, გსურდეს, რომ სამყარო გესმოდეს, ღმერთისა სათქმელი გეთქმოდეს, ო, რა ბევრს მოითხოვ ამითი, ითხოვ და ნამდვილად არ იცი, რომ, ღმერთი უსაზღვროდ დიდია, ჩვენთვის კი საზღვრებშიც ბინდია.. ჯიუტობ, ეჭვობ და ყოვნდები, ასე ხომ სიხარულს შორდები, სიკვდილი სიცოცხლეს გიმწარებს, რწმენა კი, ნატანჯ სულს გიწყნარებს, დრო, წამებს წლებად იღამებს, უკვდავი სიცოცხლის იწამე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი