უმეცრების ლოდი


მე ჩაგიარე, შენს გვერდით ვიდექ,
რამდენი მქონდა შენთვის სათქმელი,
ვიცი, ჩემს აზრებს ყურად არ იღებ
და ისევ არჩევ ასჯერ გათელილს,

შენ საუბრობდი მარტივი ენით
და საფუძველი, რომელიც ჩანდა,
უფრო ღრმა საგნებს მითხრობდა შენით,
თითქმის ყველაფერს, სიმართლის გარდა, 

დღეს ისევ გხედავ, ისევ ისა ხარ,
ამაოების გარბიან წლები,
ნუთუ არ ფიქრობ, საით მიყავხარ,
ნუთუ არ ფიქრობ, ეგების ცდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი