რადგან შენი სიყვარული ჩემთვის ცამდე ხიდია
აღარ მინდა, რომ უმადლოდ ვინმეს გადავეყარო და სიცოცხლის წყლის მაგიერ, ვასმევინო სხვა წყარო, აღარ მინდა, რომ ღვთის ძალით ამა სოფლის მძლეველი, დღეს შიშველი დავდიოდე, როგორც ფარისეველი, არც ის მინდა, რომ სხეული წოდებული ღვთის ტაძრად, გადაიქცეს ბოროტ სულთა გასართობ თავშესაფრად, რადგან შენი სიყვარული, ჩემთვის ცამდე ხიდია და ამ ხიდით, სამოთხეში გონიერნი მიდიან, არ მგონია სიამაყე შემპარვოდეს თავს დარდად, მავანმა, რომ დღენიადაგ არ ამიგდოს მე მასხრად, ვერ ვიგუებ, ვინმემ რაცხოს ქრისტეს რწმენა სისუსტედ, ვაითუ, რომ ამ რწმენას ის, თავისთვისაც ისუსტებს, გონიერი და ძლიერი მხოლოდ იგი იქნება, ვინც ცხოვრების გზა-სავალზე თავის ჯვარი ინება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი