ეშმაკის ნერგი


დღეს იანვარის ოცდახუთია,
ორიათასის და ოცდახუთის,
ისევ აუდის ქვეყნებს ბუღია,
ტყვია წამალის, ომის და შუღლის, 

ჯერ ხომ ცხოვრებაც არ დაგიწყია,
პირტიტველა ხარ და შეურყვნელი,
სამარემ ისე ადრე გიწია,
შენი შემყურე ატირდა ველი, 

რა გონებაში იკიდა ფეხი,
ტირან ზრახვათა ავმა ქარტიამ,
რამ შეაკავა მაღლიდან მეხი,
ქვის გულები რომ არ გაარღვია, 

დღეს იანვარის ოცდახუთია,
და საუკუნე თითქოს ახალი,
მაგრამ უცვლელად ღვივის სულშია,
უღვთოდ შობილი მტრობის მარცვალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი