მგლის ბილიკი
ქარი ხმაურით მიხვეტავდა ფოთოლთ სიმრავლეს და შემოდგომის, სუსხიანი იდგა ამინდი, მოსაღამოვდა, ცამ მნათობთა დაიწყო ქარგვა, მთვარე მოიცვა იდუმალი სიჩუმის დარდმა, ტყეში ფრინველთა, ღვთაებრივი, შეწყდა გალობა, რა მზემ მცირე ხნით შეაჩერა მისი წყალობა, ხეთა ძირებში მაცხოვრებელ ტყის ბინადართა, მხოლოდ ნადირთა ფეხის ხმისგან უფრთხოდათ ძილი, არ დაეძებდნენ არცა დართა და არც ავდართა, ამ დროს, ტყედ მავალ მტაცებელთა ველური წყვილი, მათი თვალები წააგავდა ელვარე მთვარეს, რა მისთა სხივთა ანარეკლი მათ დასტყობოდა, არსად არ სცემდა შუქი მსგავსი, როგორც ამ ღამეს და არსად ასე, მთვარის შუქი ბნელეთს არ გმობდა, მგელი ქვიოდა ამ ნადირთა ჯიშს და მოდგმასა, შიმშილის გრძნობას რუხი წყვილი ტყედ გაეყვანა, ვერც იმას იტყვი, დაეძებდნენ რამე ცოდვასა, რადგან ბუნება გამჩენისგან მსგავსი ებარათ, მდინარეს გასცდნენ, გადიარეს ცივი დინება, მძინარე სოფელს რა ხანია ბინდი ეფარა, ვერც ორღობეში, ვერც ეზოში იქნა მიგნება, ძაღლები ყეფდნენ, პირუტყვთ ძილი ბოსლებს ებარა, თვალნი მოავლეს, გადახედეს მერმე ერთმანეთს, თითქოს უთხრესო, დაუცვია ღმერთს ეს ადგილი, მოდი მოვსინჯოთ სხვა ალაგი, ვიდრე გვაქვს ღამე, თორემ მზის შუქზე, გაქარწყლდება ჩვენი აჩრდილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი