ზამთარი და პატარები
დუმილში, მყუდროებაში, ციდან ფანტელები ეშვება და მათ კორიანტელში ყველაფერი თეთრდება, დაფრინავენ ჩიტუნები ლუკმა პურის საშოვნელად, სახლთა შუშაბანდებზე ნამცეცების საპოვნელად, გაიღვიძეს პატარებმა და ატეხეს ჟრიამული, თოვლის ბაბუს კეთებაში გაეყინათ ხელის გული, ზოგი თოვლაბურთს თამაშობს, ზოგიც კიბეზე სრიალებს, ქარბუქი თოვლის ფანტელებს აცეკვებს და ატრიალებს, დაინახეს პატარებმა როგორ ბოლავს საკვამური, პირზე ნერწყვი მოუვიდათ, გაახსენდათ ხაჭაპური, ყველა შინისკენ წავიდა, როს შევიდნენ სახლში, ბაბუ ბებოს ეხმარება კეცის გადადგმაში, უკვე სუფრას ამზადებენ დედიკო და მამიკო, მაგიდას შემოსხდომიან დაიკო და ძამიკო, ნასაუზმევს პატარებმა ისევ ეზოს მიაშურეს და მთელი დღე თამაშსა და კოტრიალში ამოწურეს, იმ სიმშვიდეს, იმ სიხარულს და სიყვარულს ბევრსო, ყველას უხვად გადმოგვაფრქვევ ღმერთო ერთადერთო, მერე როცა გაიზრდებით, თქვენ ინანებთ ბევრს, თუ ვერაფერს ვერ შეადრით იმ გულს, იმ ფიქრებს, სად არის ბედნიერება?! თუ იკითხავს თქვენი გული, წუთისოფლის საცდურებით უკვე გაძარცვულა სული, ცხოვრების გზა, სწავლა, ბრძოლა, ცუდის ძლევა სთხოვეთ ღმერთს, იმ უმანკო სიხარულს, ის დაგიბრუნებთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი